Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გენერალური ინსპექცია საჯარო სკოლების ნაწილს ამოწმებს


ორ დღეში საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. აბიტურიენტები, რომლებმაც ამ ცოტა ხნის წინ საატესტატო გამოცდები დაასრულეს, ახლა სტუდენტის ბილეთის მოსაპოვებლად ემზადებიან. მათ შორის არ არიან ის მოსწავლეები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს. ასეთი 50 000 მოსწავლიდან 6 000-ია. განათლების სამინისტრომ შესაბამისად გენერალურ ინსპექციას იმ სკოლების ადმინისტრაციული საქმიანობის შესწავლა დაავალა, რომელთა მოსწავლეებმაც საატესტატო გამოცდებზე დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს. დღეს ”რეგიონულ მაცნეში” საატესტატო გამოცდების შედეგებზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე ვისაუბრებთ. მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, ახალციხიდან და გორიდან.
XS
SM
MD
LG