Accessibility links

logo-print

ცნობილია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა


დღეს ცნობილი გახდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა. ადგილობრივმა ცსკ-მ დაარეგისტრირა 11-წევრიანი საინიციატივო ჯგუფი, რომლის კანდიდატი რაულ ხაჯიმბაა. 2005-2009 წლებში ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების გამო, 26 აგვისტოს დანიშნული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფებისა და მათი კანდიდატების რეგისტრაცია 17 ივლისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG