Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის საარჩევნო შეთანხმებას ხელს აწერს 6 სუბიექტი


ხელისუფლებისა და ოპოზიციის საარჩევნო შეთანხმებას დღეს კიდევ ერთი, გია თორთლაძის დემოკრატიული პარტია შეუერთდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ამ დროისთვის, საერთო ჯამში ხელს აწერს 6 სუბიექტი - თავად მმართველი პარტია, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, პარტია "ჩვენ თვითონ" და ეროვნულ-დემოკრატიული და დემოკრატიული პარტიები. ნაციონალური მოძრაობის და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად შეთანხმების ხელმოწერას მნიშვნელოვანი და რთული პროცესის დასრულებად აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიესალმება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დასრულებას და იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება იქცევა დამატებით გარანტიად სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG