Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რაკეტებს შეუძლიათ მისწვდნენ ისრაელსა და ავღანეთში აშშ-ის ბაზებს


ირანის რევოლუციური გვარდის სარდლის განცხადებით, ირანის რაკეტებს შეუძლიათ მისწვდნენ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებსა და ნებისმიერ რეგიონს ისრაელის ტერიტორიაზე. ირანელმა გენერალმა ალი ჰაჯიზადემ ეს განცხადება გააეკეთა 10-დღიანი სამხედრო წვრთნების მეორე დღეს. სამხედრო მანევრების ჩარჩოებში გამოსვადეს "შაჰაბ-3" ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსიც 2000 კილომეტრს აღწევს. ჰაჯიზადეს თქმით, დღეს გამოსცადეს 14 რაკეტა, მათ შორის "შაჰაბ-3"-ის თანამედროვე ვერსია.
XS
SM
MD
LG