Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმში ბრალდებულთა საქმის განხილვა დაასრულა საქალაქო სასამართლომ


ტერორიზმში ბრალდებული 15 პირის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მისი პრესრელიზის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული სამხედრო შენაერთის თანამშრომელმა ევგენი ბორისოვმა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მშენებარე სამხედრო ბაზაზე მომუშავე მუხრან ცხადაიამ შექმნეს ტერორისტული ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის დაშინების, არეულობის გამოწვევისა და საქართველოს სტრატეგიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების ხელყოფის მიზნით. სასამართლოს ცნობით, ევგენი ბორისოვმა და მუხრან ცხადაიამ ტერორისტული დაჯგუფების წევრების მელორ ცხადაიას, გოგიტა არქანიას, მერაბ ყოლბაიას და სხვათა მეშვეობით 2009-2010 წლებში სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში განახორციელეს არაერთი ტერაქტი, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება და სხვა მძიმე შედეგები. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხრან ცხადაიას სასჯელის უმაღლესი ზომა, თავისუფლების უვადოდ აღკვეთა შეუფარდა, დანარჩენებს კი, 30-30-წლიანი პატიმრობა. ამასთან, ევგენი ბორისოვსა და მუხრან და მელორ ცხადაიებს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მათ მიმალვა შეძლეს.
XS
SM
MD
LG