Accessibility links

logo-print

თურქეთში იმართება ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომა


თურქეთში ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები იკრიბებიან საინაუგურაციო სხდომაზე, რომლის ბოიკოტითაც იმუქრება ორი ოპოზიციური პარტია. წამყვანი ოპოზიციური ძალა - რესპუბლიკური სახალხო პარტია, რომელსაც 135 მანდატი ერგო სულ 550-ადგილიან პარლამენტში, ამბობს, რომ ბოიკოტს აცხადებს დაბრკოლების გამო, რომელიც ექმნება ორ არჩეულ კანდიდატს. მათ ასამართლებენ ბრალდებით, რომ მონაწილეობდნენ შეთქმულებაში პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიმ ერდოანის მთავრობის დასამხობად. პროტესტს აცხადებს კიდევ 36 დამოუკიდებელი კანდიდატი: ისინი ქურთების უფლებების დამცველი „მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის“ წარმომადგენლები არიან და უკმაყოფილების გამოთქვამენ საარჩევნო კომისიის მიერ მათი ერთ-ერთი თანამოაზრის დისკვალიფიკაციის გამო. ამ ორ ოპოზიციური პარტიის კანდიდატები შეადგენენ თურქეთში 12 ივნისის არჩევნებში გამარჯვებულთა 30 პროცენტზე მეტს.
XS
SM
MD
LG