Accessibility links

logo-print

რუსეთში გამოსცადეს ახალი ბალისტიკური რაკეტა


რუსეთის განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ძალებმა წარმატებით გამოსცადეს ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც განკუთვნილია ახალი თაობის ატომური წყალქვეშა ნავისთვის. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „ბულავას“ ტიპის რაკეტა გამოსცადეს თეთრ ზღვაში, რომელიც რუსეთსა და სკანდინავიას ჰყოფს. „ბულავას“ მიიჩნევენ რუსეთის მოდერნიზებული ბირთვული არსენალის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად. ამ რაკეტებით აპირებენ წყალქვეშა ნავ „იური დოლგორუკის“ აღჭურვას.
XS
SM
MD
LG