Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ახალ პარლამენტს


თურქეთში ახალი მოწვევის პარლამენტის წევრები შეიკრიბნენ საინაუგურაციო სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტს უცხადებს ორი ოპოზიციური პარტია. ისინი პროტესტს გამოთქვამენ მათი კანდიდატებისთვის შექმნილი სამართლებრივი დაბრკოლებების გამო. თურქეთის სასამართლოებმა უარი თქვეს, გაეთავისუფლებინათ ცხრა კანონმდებელი, რომლებმაც 12 ივნისის არჩევნებში გაიმარჯვეს ციხეში ყოფნისას, სასამართლო პროცესის მოლოდინში. ერთ-ერთ მათგანს, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოერთვა პარლამენტარის მანდატი მისთვის ადრე გამოტანილი, ტერორიზმთან დაკავშირებული განაჩენის გამო. პარლამენტში თავიანთი ადგილების დაკავებაზე უარს ეუბნებიან ექვს ქურთ აქტივისტსაც. ისინი ციხეში იმყოფებიან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. პარლამენტარები, რომლებიც არ დადებენ ერთგულების ფიცს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. მაგრამ ბოიკოტი ვერ ჩაშლის 550-ადგილიანი პარლამენტის იანუგურაციას. არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობა - 327 მანდატი ერგო პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“.
XS
SM
MD
LG