Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიციამ 18 დემონსტრანტი დააკავა


ათენში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების ნაწილის წინააღმდეგ, ჯოხებისა და ბოთლების სროლისათვის ბოლოს მოსაღებად მაშინ, როცა დემონსტრაციის ათასობით მონაწილემ ჩაიარა ქალაქის ქუჩებში, საბერძნეთში საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. პოლიციის ცნობით, დააკავეს 18 ადამიანი. დაშავდა, სულ ცოტა, ოთხი პოლიციელი. დღესვე საბერძნეთში დაიწყო 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა. პარლამენტში ხვალ უნდა გაიმართოს კენჭისყრა ხარჯების დასაზოგ ზომებზე და სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციაზე. საბერძნეთისაგან ამ ნაბიჯს მოითხოვენ მისთვის 12 მილიარდი ევროს მისაწოდებლად დახმარების პაკეტიდან, რომელსაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფინანსებენ.
XS
SM
MD
LG