Accessibility links

აშშ მხარდაჭერას უცხადებს ლაგარდის კანდიდატურას


აშშ-მა დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე. ამ მხარდაჭერის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გაიტნერის განცხადებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 24-წევრიანი მმართველი საბჭო დღეს იკრიბება ახალი განმკარგულებელი დირექტორის ვინაობაზე შესათანხმებლად. სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი მაისში გადადგა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში იქნა დაკავებული სასტუმროს მოსამსახურე ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების სფუძველზე. ლაგარდის კონკურენტია მექსიკის ცენტრალური ბანკის მმართველი, აგუსტინ კარსტენსი. კრისტინ ლაგარდი 55 წლისაა და, მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, გახდება პირველი ქალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის პოსტზე.
XS
SM
MD
LG