Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავს დაესხნენ სასტუმრო "ინტერკონტინენტალს"


ავღანეთის პოლიციის თანახმად, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქაბულის სასტუმრო "ინტერკონტინენტალს". „ფრანპრესი“ ამას ქაბულის სისხლის სამართლის სამსახურის ხელმძღვანელის, მოჰამად ზაჰირის ნათქვამზე დაყრდნობით იუწყება. ცნობით, თავდასხმაში არაერთი პირი, მათ შორის სულ მცირე ერთი თვითმკვლელი მოიერიშე იყო ჩართული. ზაჰირის თქმით, დაჭრილია რამდენიმე პოლიციელი. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ თალიბანის წარმომადგენლის ნათქვამი, რომ ის კისრულობს თავდასხმისთვის პასუხიმგებლობას. სასტუმრო"ინტერკონტინენტალი" ქაბულის დასავლეთში მდებარეობს და ის ერთ-ერთი უმთავრესი სასტუმროა, სადაც უცხოელები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG