Accessibility links

logo-print

რუსეთმა ევროპიდან ბოსტნეულის შეტანა განაახლა


რუსეთმა გამოაცხადა, რომ მან დაასრულა ევროპის კავშირის ქვეყნებიდან ბოსტნეულისშეტანაზე აკრძალვა, რისი მიზეზიც „ე-კოლის“ ტიპის ბაქტერიის მიმართ შიში იყო. დღეს გამოცხადდა, რომ 26 დღიანი აკრძალვა დასრულდა. ევროკავშირმა ადრე რუსეთის ნაბიჯი გადაჭარბებულად შეაფასა და უთანხმოებამ ჩრდილი მიაყენა ვაჭრობის მსოვლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილის შესახებ მოლაპარაკებებს. ბაქტერიის გავრცელების შედეგად, უპირატესად გერმანიაში, სულ მცირე 47 ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG