Accessibility links

logo-print
29 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ჩხობაძე, ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე. მან მდინარე რიონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროექტის შესახებ ილაპარაკა. ნინო ჩხობაძემ ჩამოთვალა ის მწვავე პრობლემები, რომელთა წინაშეც პროექტის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე სოფელი აღმოჩნდება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის არაინფორმირებულობა რჩება. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვანის კასკადის პროექტის შესახებ ერთობლივ პოზიციას შეათანხმებენ.


საუბარი ნინო ჩხობაძესთან
XS
SM
MD
LG