Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური "მედიაპალიტრის" გასვლით შემოწმებას იწყებს


შემოსავლების სამსახური "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში, ეტაპობრივად, გასვლით საგადასახადო შემოწმებას იწყებს - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, "მედიაპალიტრის" ექვს ორგანიზაციაში სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდა. გასვლითი საგადასახადო აუდიტი კი, შემოსავლების სამსახურის განცხადებით, კომპანიებში კანონის ნორმების სრული დაცვით ჩატარდება და არც ერთ ორგანიზაციაში არ შეფერხდება სამუშაო რეჟიმი. ასევე, ხელი არ შეეშლება "მედიაპალიტრის" მასობრივი ინფორმაციების საშუალებების მუშაობას და ინფორმაციის გავრცელებას.
XS
SM
MD
LG