Accessibility links

თბილისში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ მსჯელობენ


სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს გაიხსნა მრგვალი მაგიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობას შეეხება. მრგვალი მაგიდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობით იმართება. შეხვედრის გახსნისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ დღეს განიხილება, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს სახელმწიფო სუბსიდიები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისას და როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ეფექტური მონიტორინგის საშუალებების შექმნა.
XS
SM
MD
LG