Accessibility links

logo-print

”გუგლმა” ახალი სოციალური ქსელი შექმნა


მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-კომპანია Google აცხადებს, რომ ინტერნეტში გაეშვა სოციალური ქსელი Google+. ჯერჯერობით მისი ნახვა მხოლოდ კომპანიის მიერ მოწვეულ ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ საიტი მალე ყველასათვის გახდება ხელმისაწვდომი. სპეციალისტების აზრით, ”გუგლი” ცდილობს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოში ყველა მსხვილ სოციალურ ქსელ ”ფეისბუკს”. ”Google+ ” ”ფეისბუკის” მსგავსი პრინციპითაა ორგანიზებული, თუმცა განსხვავდება გაზიერის უფრო მოქნილი სისტემით - მეგობრები ”წრეებად” იქნებიან დაყოფილნი და ერთი ჯგუფისათვის გაზიარებული ინფორმაცია სხვა ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
XS
SM
MD
LG