Accessibility links

logo-print

ნიკოლაი კოზიკი: სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ ოპერაციებში


სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებს დსთ-ის სივრცეში სპეციალურ სასაზღვრო ოპერაციებში მონაწილეობას შესთავაზებენ, - ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნიკოლაი კოზიკმა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფება. გენერალ კოზიკის ცნობით, წელს დსთ-ის ტერიტორიაზე დაგეგმილია ორი სასაზღვრო სპეცოპერაცია, მათ შორის არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით. დღესვე რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ 30 ივნისს დასრულდება სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”კავკასია 2011,” რომელშიც რუსეთის შს-თა სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებიც მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG