Accessibility links

logo-print

იწყება ”პალიტრა მედიის” ექვსი ორგანიზაციის შემოწმება


შემოსავლების სამსახური ჰოლდინგ ”პალიტრა მედიის” ექვსი ორგანიზაციის საგადასახადო შემოწმებას იწყებს. სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა საწარმო 7 ივნისს წინასწარ გააფრთხილეს, ამიტომ გასვლითი საგადასახადო აუდიტი კანონით დადგენილ ვადაში იწყება, ნორმების სრული დაცვით ჩატარდება და არც ერთი ორგანიზაციის სამუშაო რეჟიმს არ შეაფერხებს. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გასვლითი საგადასახადო შემოწმება ხელს არ შეუშლის ჰოლდინგის კუთვნილი საინფორმაციო საშუალებების მუშაობას.
XS
SM
MD
LG