Accessibility links

logo-print

კაიროში მეორე დღეა შეტაკებებია


კაიროს ცენტრში უკვე მეორე დღეა გრძელდება შეტაკებები უსაფრთხოების ძალებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის. თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ მსგავსი სცენები ქალაქში ამ დრომდე არ ყოფილა. გავრცელებული ცნობებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სპეცრაზმია მობილიზებული, რომელმაც დემონსტრანტების მოსაგერიებლად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ - რომლებმაც პოლიციას ჯოხებით და მოლოტოვის კოქტეილებით უპასუხეს. დემონტრანტების მოთხოვნაა დაჩქარდეს ყოფილი ოფიციალური პირების სასამართლო პროცესები. როგორც იუწყებიან, დღევანდელი ძალადობა უფრო მცირე მასშტაბის იყო წუხანდელთან შედარებით - როცა ცენტრალურ, თაჰრირის მოედანზე პოლიციასთან შეტაკება ასობით ადამიანს მოუხდა. დაშავდა სულ მცირე 41 პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. დააპატიმრეს შვიდი ადამიანი.
XS
SM
MD
LG