Accessibility links

logo-print

გერმანიის მთავრობა გეგმავს ატომური ელექტროსადგურების დახურვას


გერმანიის კანონმდებლები დღეს კენჭს უყრიან მთავრობის პროგრამას 2022 წლისთვის ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების დახურვის შესახებ. მოელიან, რომ მთავრობის გეგმას პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატთა უმრავლესობა დაუჭერს მხარს. მომავალ კვირაში ამავე საკითხზე კენჭისყრა ზედა პალატაში გაიმართება. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ფუკუსიმის ელექტროსადგურის დაზიანების შემდეგ, გერმანიაში რვა, შედარებით ძველი ატომური ელექტროსადგური დახურეს. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა გერმანულ რადიოს უთხრა, რომ ენერგეტიკის წყაროების საკითხის გადაწყვეტა ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის ხელშია. თუმცა, მანვე დასძინა, რომ გერმანიამ თავისი გეგმები თავის ევროპელ პარტნიორებთან უნდა შეათანხმოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური ენერგომომარაგება და მომხმარებელი ფასის მკვეთრი ზრდისგან იყოს დაცული.
XS
SM
MD
LG