Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა საქალაქო სასამართლომ


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. 23 ივნისს შსს-მ გამოაქვეყნა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის ბრალდებით დაკავებულთა ჩვენებები, რომლის თანახმად, მაისში ოქრუაშვილი 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად აპირებდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლას და გორში თავდასხმებს სპეცდანიშნულების რაზმსა და სამხარეო პოლიციაზე. “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG