Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გათავისუფლებული ფრანგი ჟურნალისტები სამშობლოში დაბრუნდნენ


დღეს სამშობლოში დაბრუნდა ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომლებიც 18 თვე იყვნენ დატყვევებული ავღანეთში. ოპერატორ სტეფან ტაპონიეს და რეპორტიორ ერვე გესკიერს პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო აერპორტში დახვდნენ მათი ოჯახის წევრები და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. როგორც სტეფან ტაპონიემ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, ისიც და ერვე გესკიერიც თავს კარგად გრძნობენ: „ვიცოდით, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. არ ვიცოდით, ეს რამდენი ხანი გაგრძელდებოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ გავძლებდით. ასე რომ, მართლა ძალიან კარგად ვართ“. ტაპონიე და გესკიერი ავღანელ თარჯიმანთან ერთად შეიპყრეს 2009 წლის ნოემბერში, ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე კაპისის პროვინციაში. მათს შეპყრობაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც მათი დახოცვით იმუქრებოდა. ჯერ არ ვრცელდება ცნობა იმის თაობაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს გამტაცებლებმა ტყვეების გამოშვება და რა ნაბიჯები გადადგა საამისოდ საფრანაგეთმა. გათავისუფლებულია ავღანელი თარჯიმანი რეზა დინიც. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პარიზს არ გადაუხდია გამოსასყიდი.
XS
SM
MD
LG