Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში გაიფიცნენ საჯარო სექტორში დასაქმებულები


ბრიტანეთში საჯარო სექტორში დასაქმებული ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს 24-საათიან გაფიცვაში, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. დაგეგმილი რეფორმა ითვალისწინებს საპენსიო ასაკის და საპენსიო გადასახადების გაზრდას. მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმა აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის 10-ზე მეტი პროცენტით შესამცირებლად. დღეს ბევრი სკოლა დახურულია, ამას გარდა ავიარეისები ყოვნდება გაფიცვაში საიმიგრაციო უწყების თანამშრომლების მონაწილეობის გამო. გავრცელებული ცნობებით, გაფიცვაში მონაწილეთა რიცხვი 750 000-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG