Accessibility links

ობამა პირობას დებს, რომ გაგრძელდება ალ-ყაიდაზე ზეწოლა


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის ჯერ არ არის მზად იმის სათქმელად, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების მისიის შედეგად გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ამერიკელი სამხედროების მიერ მიღწეული წინსვლა შესაძლებელს ხდის მათი ავღანეთიდან გაყვანის დაწყებას. ამ საკითხზე ობამამ ისაუბრა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მან გასულ კვირაში წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მომავალი წლის სექტემბრამდე ავღანეთიდან 33 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას. ამასთან, პრეზიდენტი პირობას დებს, რომ გაგრძელდება ალ-ყაიდაზე ზეწოლა. „ის, რაც ამერიკელმა სამხედროებმა შეძლეს გაკეთებინათ, არის ალ-ყაიდის შესაძლებლობების მკვეთრად შეზღუდვა. ცხადია, ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო ბინ ლადენმა, მაგრამ ბინ ლადენის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციამდე უკვე განადგურებული გვყავდა ალ-ყაიდის შედარებით დაბალი რანგის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი და მაღალი რანგის ზოგი მეთაური. მათთვის ძალიან გაძნელებულია ოპერაციების ჩატარება, ძალიან გაძნელებულია კომუნიკაცია და დაფინანსება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზეწოლას“. ობამამ განაცხადა აგრეთვე, რომ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული ახლა „გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე იყო“, მიუხედავად თალიბების თავდასხმისა სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა ექსტრემისტი.
XS
SM
MD
LG