Accessibility links

logo-print

სოფიო ხორგუანი: დააკავეს ქართული პარტიის რამდენიმე წევრი


ქართულმა პარტიამ დღეს განაცხადა, რომ მისი კიდევ რამდენიმე წევრი დააკავეს შსს-ს თანამშრომლებმა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული პარტიის წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ თბილისში დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილის პირადი და ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლები, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში კი - ქართული პარტიის ორი წევრი. თავად შსს-ს რაიმე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. დღესვე ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის ბიძა ზურაბ გიგუაშვილი, რომელიც სუბარის განცხადებით, სომხეთში საკუთარი საქმის გამო მიემგზავრებოდა და დაბრუნებას ხვალ აპირებდა.
XS
SM
MD
LG