Accessibility links

ლიბანის საკითხზე მომუშავე ტრიბუნალმა დაპატიმრების ორდერები გასცა


ლიბანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მან საბრალდებო დასკვნა მიიღო გაეროს ეგიდით მოქმედი ტრიბუნალისაგან, რომელიც ატარებს გამოძიებას ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ რაფიკ ჰარირის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჰარირი 2005 წელს მოკლეს. ლიბანის პროკურატურაში აცხადებენ აგრეთვე, რომ გაცემულია ოთხი პირის დაპატიმრების ორდერები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება შიიტების რადიკალურ დაჯგუფება „ჰიზბოლას“ მაღალი რანგის წევრებს. თვით „ჰიზბოლამ“ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ ცნობს ტრიბუნალის ლეგიტიმურობას. რაფიკ ჰარირის შვილის, საად ჰარირის შეფასებით, ტრიბუნალის მიერ გადადგმული ნაბიჯი „ისტორიული მომენტია“ ლიბანისათვის. როგორც იუწყებიან, ბეირუთმა 30 დღეში უნდა უპასუხოს ჰააგიდან მიღებულ მიმართვას.
XS
SM
MD
LG