Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში 30 ოქტომბრისთვის დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები


ყირგიზეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 30 ოქტომბერს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნები ჩატარდება საკონსტიტუციო რეფორმის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ყირგიზეთის გადაქცევას შუა აზიაში პირველ საპარლამენტო დემოკრატიად. ამჟამინდელი პრეზიდენტის, როზა ოტუმბაევას 31 დეკემბერს ამოიწურება მანდატი. ის ყირგიზეთის პრეზიდენტია 2010 წლის აპრილიდან - მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებმა გადადგომა აიძულა პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს.
XS
SM
MD
LG