Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეწინააღმდეგება ლიბიელი მეამბოხეების შეიარაღებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ლიბიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებით „უხეშად ირღვევა“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელმაც თებერვლიდან შეიარაღების ემბარგო დაუწესა ამ ქვეყანას. გუშინ საფრანგეთმა აღიარა, რომ იარაღი მიაწოდა მეამბოხეებს, რომლებიც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარებს ებრძვიან. საფრანგეთის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო სამოქალაქო პირების დასაცავად. ლავროვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი განმარტებას მოითხოვს პარიზისაგან. დღესვე, უფრო ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალიანსს არ მიუღია მონაწილეობა საფრანგეთის მიერ მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებაში.
XS
SM
MD
LG