Accessibility links

logo-print

ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით


ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის დედაქალაქში გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ, თუ ის არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. სომხეთის ეროვნული კონგრესის ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლევონ ტერ-პეტროსიანმა შეკრებილებს მიმართა, რომ ხელისუფლებას ორ თვეს ვაძლევთ, სანამ ის მოთხოვნებს შეასრულებსო. პრეზიდენტმა სარგსიანმა ოპოზიციის არაერთი მოთხოვნა შეასრულა, მან მიტინგები დაუშვა იმ არეალებში, სადაც ადრე აკრძალვა იყო დაწესებული და ციხიდან გაათავისუფლა აქტივისტები, რომლებიც სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი ძალადობრივი დემონსტრაციებთან კავშირის გამო დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG