Accessibility links

logo-print

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: საქმე სტროს-კანის წინააღმდეგ, შესაძლოა, ჩავარდეს


საქმე გაუპატიურების წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ში აღძრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დომინიკ სტროს-კანის წინააღმდეგ, შესაძლოა, ჩავარდეს - წერს ”ნიუ-იორკ ტაიმსი”. გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკის სასტუმროს მოახლე, რომელიც ბრალს სდებს სტროს-კანს გაუპატიურებაში, ამხილეს საკუთარი თავის შესახებ არასანდო ინფორმაციის მიწოდებაში. ამან, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ჩვენებები ამ საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG