Accessibility links

logo-print

ჰუ ძინტაო: ჩინეთის კომუნისტების მთავარი საფრთხე კორუფციაა


ჩინეთის კომუნისტების ლიდერ ჰუ ძინტაოს მიაჩნია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისათვის, რომელიც 90 წლის იუბილეს აღნიშნავს, მთავარი საფრთხე კორუფციაა. ჩინეთის ლიდერმა იუბილესთან დაკავშირებით ხალხს ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ნდობის შენარჩუნება. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც 1921 წელს დაარსდა, მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკური პარტიაა. მას 80 მილიონი წევრი ჰყავს.
XS
SM
MD
LG