Accessibility links

logo-print

კლინტონი სირიასა და ბელორუსიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ რეფორმები


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აუცილებელია ავტორიტარული რეჟიმის მქონე ზოგიერთმა ქვეყანამ დაუყოვნებლივ დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები. ვილნიუსში სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა მოუწოდა ბელორუსიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები. სირიაში შექმნილი ვითარების განხილვისას კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება რეფორმების გასატარებლად.
XS
SM
MD
LG