Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ხდება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე


პოლონეთი დღეიდან იწყებს ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეობას. ამ მოვლენას ვარშავაში ეძღვნება საზეიმო ღონისძიება, რომელშიც პოლონეთის ლიდერებთან ერთად მონაწილეობენ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები. პოლონეთი 2004 წელს გაწევრიანდა ევროკვაშირში. მისი ექვსთვიანი მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში მიზნებად სახელდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ხორვატიასთან მოლაპარაკების დასრულება და სერბიასთან მოლაპარაკების დაწყება, აგრეთვე სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება უკრაინასთან. მისივე თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირი დაამტკიცებს ბლოკის მორიგ გრძელვადიან ბიუჯეტს. ოქტომბერში პოლონეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელში გამარჯვებასაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიას, სამოქალაქო პლატფორმას უწინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG