Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მთავრობა არ აპირებს საქართველოს “გრუზიის” ნაცვლად “ჯორჯია” უწოდოს


თბილისის მიმართვის მიუხედავად, იაპონიის მთავრობა არ აპირებს საქართველოს “გრუზიის” ნაცვლად “ჯორჯია” უწოდოს - ამის შესახებ, როგორც იტარ-ტასის სააგენტო იუწყება, მას განუცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, იაპონია ამ საკითხს არ განიხილავს. იტარ-ტასის ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ”ჯორჯიად” მოხსენიება გაუგებრობას გამოიწვევს, რადგან მას ამერიკის შტატ ჯორჯიაში აურევენ. ამ კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მის ოფიციალურ წერილს "გრუზიის" "ჯორჯიით" შეცვლის შესახებ გამოეხმაურა სამხრეთი კორეა, რომელმაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
XS
SM
MD
LG