Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა თავისუფალი არჩევანისთვის


საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 6 პოლიტიკური პარტია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს ბრძოლას, რომელიც რთული და ხანგრძლივი იქნება და ვერ შემოიფარგლება მხოლოდ საარჩევნო თემატიკით. ”ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა თავისუფალი არჩევანისთვის და მისი და თითოეული მოქალაქის თავისუფლების უზრუნველსაყოფად გაცილებით მეტია გასაკეთებელი ვიდრე უშუალოდ საარჩევნო კოდექსის შეცვლა”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, 6 პარტია ერთმანეთთან და სხვა ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის კონკრეტულ ფორმასა და შინააარსს საზოგადოებას 8 ივლისს გააცნობს.
XS
SM
MD
LG