Accessibility links

logo-print

დიპლომატებს შეხვდნენ ექვსი ოპოზოციური პარტიის ლიდერები


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების შეხვედრა იმ 6 ოპოზოციური პარტიის ლიდერებთან, რომლებიც არ დათანხმდნენ ნაციონალური მოძრაობისგან შეთავაზებული საარჩევნო შეთანხმების ხელმოწერას. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საუბარი იყო ხელისუფლებასთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესსა და ნაციონალური მოძრაობის მიერ შედეგის მიღწევის შესაძლებლობის ჩაშლაზე. ”ყველანი ვთანხმდებით, რომ ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის სასაუბრო ენა არა დემოკარტიის, არამედ ლუკაშენკოს ენაა”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG