Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტროს-კანს, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, დომინიკ სტროს-კანი ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე წარდგება ცნობების ფონზე, რომ მას, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ შინა პატიმრობიდან. მედიის ცნობით, პროკურორებმა შესაძლოა, გააუქმონ სექსუალური ძალადობის ბრალდება, რომელიც წელს, მაისში წაუყენეს სტროს-კანს. ცნობებში, რომელთა წყაროსაც არ ასახელებენ, აღნიშნულია, რომ ეჭვს იწვევს ბრალდებასთან დაკავშირებული ჩვენებების სანდოობა. სტროს-კანი 19 მაისს გადადგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ის 14 მაისს დააკავეს ნიუ-იორკში. ის ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG