Accessibility links

logo-print

სტროს-კანი შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს


სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკში შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ლიდერი, დომინიკ სტროს-კანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სტროს-კანს არ დაუბრუნებენ მოგზაურობისათვის საჭირო დოკუმენტებს, მაგრამ დაუბრუნებენ ფულს, რომელიც მან გირაოს სახით გადაიხადა. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პროკურორებმა შესაძლოა, გააუქმონ სექსუალური ძალადობის ბრალდება, რომელიც წელს, მაისში წაუყენეს სტროს-კანს. 18 ივლისს მას ისევ მოუწევს ნიუ-იორკის სასამართლოში გამოცხადება.
XS
SM
MD
LG