Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მოუწოდებს ლუკაშენკოს, ბოლო მოუღოს მედიის შეზღუდვას


მედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა დღეს ბელორუსიის პრეზიდენტს მოუწოდა, ბოლო მოუღოს მედიის წინააღმდეგ რეპრესიებს, რომლებიც ხორციელდება 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ალექსანდრ ლუკაშენკასადმი წერილობით მიმართვაში, მიატოვიჩი მოითხოვს, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული დევნის, დაპატიმრების, ძალადობის, წამებისა და დაკავებისაგან დაცული იყოს მედიის ყველა თანამშრომელი და არ დაიხუროს მედიასაშუალებები. ამასთან, მიატოვიჩმა დაგმო ძალადობა, რომელსაც ბელორუსიის პოლიციამ მიმართა 29 ივნისს, როცა რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს, რამდენიმე კი თავს დაესხნენ.
XS
SM
MD
LG