Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ზეიმობენ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებას


პოლონეთში ზეიმობენ ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარეობის დაწყებას. პოლონეთი 2004 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში და პირველად უხელმძღვანელებს საბჭოს მუშაობას. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ მორიგ თავმჯდომარეობას უწოდა „სიმბოლური მომენტი“ პოლონეთის ისტორიაში, 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოლიდარობა მეტი უნდა იყოს, ვიდრე ლოზუნგი, როცა კონტინენტზე ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, ბევრიკი სკეპტიკურ შეფასებებს გამოთქვამს ევროკავშირის ერთიანობაზე საუბრისას. საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც ვარშავაში იმართება, პოლონეთის ლიდერებთან იკრიბებიან ევროკავშირის ლიდერებიც, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობისას, პოლონეთის პრიორიტეტებად სახელდება ევროკავშირის აღმოსავლელ და სამხრეთელ მეზობლებთან ურთიერთობის გააქტიურება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
XS
SM
MD
LG