Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ხელისუფლების და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმა მკაცრად დაისჯება


პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურეობრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. "სისხლის სამართლის კოდექსში" აღნიშნული საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის თანახმად პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
XS
SM
MD
LG