Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული პარტია“ ოქრუაშვილის მომხრეების წამებაზე ლაპარაკობს


ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლი გოჩა ჩიხლაძე და „ქართული პარტიის“ კიდევ რამდენიმე წევრი სასტიკად ნაცემი და ნაწამებია, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას "ქართული პარტიის" ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, ჩიხლაძე ორდღიანი ძებნის შემდეგ დაკავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოაჩინეს, სადაც იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. "ჩვენ მასთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა, რადგან ბადრაგი იცავს. თუმცა, ადვოკატმა მისი მონახულება შეძლო. როგორც ადვოკატი აცხადებს, გოჩა ჩიხლაძე სასტიკად ნაცემი და ნაწამებია, მას გადასხმებს უკეთებენ და დროდადრო ჟანგბადს ასუნთქებენ", - განაცხადა სუბარმა. მისი ინფორმაციით, ჩიხლაძის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს და მონიტორინგის ჯგუფს საქმის შესწავლის თხოვნით მიმართეს. ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლი გოჩა ჩიხლაძე სამართალდამცავებმა 30 ივნისს დააკავეს. სოზარ სუბარის ბრალდებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეყსეული კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG