Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა გადააყენა ქალაქ ჰამის მერი


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა გადააყენა ქალაქ ჰამის მერი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა უკმაყოფილების გასანელებლად. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო სანას ცნობაში, რომელიც ჰამის მერის გადაყენებას ეხება, მიზეზი არ არის მოყვანილი. ცნობების თანახმად, პარასკევს ჰამაში 200 000-მდე ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი იყო სირიის რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს შორის. აქტივისტების ცნობით, შეტაკებების დროს, სულ ცოტა, 11 ადამიანი მოკლეს. სირიაში მარტში დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია ასადების დინასტიის 40-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG