Accessibility links

logo-print

მაროკოში დაამტკიცეს საკონსტიტუციო რეფორმა


მაროკოში გამართული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, რეფერენდუმის მონაწილეების უმრავლესობა მიემხრო საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის ინიციატივითაც მეფე მოჰამედ მეექვსე გამოვიდა, დემოკრატიზაციის მოთხოვნით ბოლოხანს გამართული დემონსტრაციების საპასუხოდ. მაროკოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი. რეფორმის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლება ეძლევა პრემიერ-მინისტრს, თუმცა მონარქი რჩება სამხედრო ძალებისა და სამართლებრივი სისტემის ხელმძღვანელად, ისევე როგორც რელიგიურ ლიდერად.
XS
SM
MD
LG