Accessibility links

logo-print

ბელორუსიას აღუდგება რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გასცა განკარგულება ბელორუსიისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის თაობაზე. პრეზიდენტის პრესმდივან ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, მედვედევის ეს განკარგულება მოჰყვა მის სატელეფონო საუბარს ვიცე-პრემიერ იგორ სეჩინთან, რომელმაც პრეზიდენტს აცნობა, რომ ბელორუსიამ გაისტუმრა რუსეთის ვალი. რუსეთმა 29 ივნისს შეწყვიტა ბელორუსიაში ელექტროენერგიის ექსპორტი დავალიანების გამო, რომელიც ივნისის დასაწყისში 1,5 მილიარდამდე რუსულ რუბლს შეადგენდა. გუშინ მინსკმა გადაიხადა ვალის ბოლო ნაწილი - 611 მლნ რუბლი.
XS
SM
MD
LG