Accessibility links

კლინტონი მოითხოვს ბელორუსიაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, ბელორუსიას მართებს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეფორმების განხორციელება. ამ შინაარსის განცხადება კლინტონმა გააკეთა ვილნიუსში, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ. ის ბელორუს აქტივისტებსაც შეხვდა. ბელორუსიას დემოკრატიზაციისაკენ მოწოდებით მიმართავს ეუთოც. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბოლო უნდა მოუღოს მედიის „უპრეცედენტო რეპრესიებს“, რომლებიც გასული წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. გუშინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აღარ მოითმენს საპროტესტო აქციებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად იმართება, ბელორუსიაში საფინანსო კრიზისის გამწვავებასთან ერთად.
XS
SM
MD
LG