Accessibility links

ჩეჩნეთში შეტაკების შედეგად მილიციელი დაიღუპა


ჩეჩნეთში მეამბოხეებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი მილიციელი. შეტაკება მოხდა ვედენოს რაიონში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტების 10-კაციანი ჯგუფი აღმოაჩინეს. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, რაიონი, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ბლოკირებულია.
XS
SM
MD
LG