Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი ელოდება გამოხმაურებას „ქართული პარტიის“ მიმართ რეპრესიებზე


"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ელოდება სხვა ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებას ცნობაზე "ქართული პარტიის" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ ზეწოლის შესახებ. როგორც სუბარმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, აქამდე ერთადერთი იყო „ლეიბორისტული პარტია“, რომელმაც მკაფიო პროტესტი გამოხატა "ქართული პარტიის" წევრებისადმი რეპრესიების გამო. სუბარის თქმით, „ქართული პარტია“ აპირებს ამ საკითხზე დიპლომატებთან შეხვედრას. სუბარმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე გრძელდება "ქართული პარტიის" წევრებისა და მხარდამჭერების უკანონო დაპატიმრება, ზეწოლა და წამება. გუშინ სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სასტიკად ნაცემი და ნაწამებია ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლი გოჩა ჩიხლაძე და „ქართული პარტიის“ კიდევ რამდენიმე წევრი.
XS
SM
MD
LG