Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შეიქმნება ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოსამზადებლად


თბილისში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეხვედრა ახალი მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოსალაპარაკებლად. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ივნისის ბოლოს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოსამზადებლად. ჯგუფი იმ პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც შეთანხმებას შეუერთდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჯგუფის ამოცანა იქნება, კანონის ენაზე გადაიტანონ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება. მისივე თქმით, ცვლილებების პროექტის მომზადების შემდეგ ის, სავარაუდოდ, ზაფხულში გაეგზავნება ვენეციის კომისიას სამართლებრივი ექსპერტიზისთვის. როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, საარჩევნო საკითხებზე ,ახალი მემარჯვენეების“ მთავარმა მომლაპარაკებელმა მამუკა კაციტაძემ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "იმ სამ კომიას, რომელიც უნდა შეიქმნას შეთანხმების თანახმად. აქ არის, ერთის მხრივ, ამომრჩეველთა სიის დამაზუსტებელი კომიას, მეორეს მხრივ, ეს არის მედიამონიტორინგის კომისია და მესამე - უწყებათაშორისი კომისია. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს“, - განაცხადა კაციტაძემ. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიის მთავარი მომლაპარაკებელია.
XS
SM
MD
LG