Accessibility links

რუსეთმა განაახლა ბელორუსიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება


რუსეთმა ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინა ბელორუსიას, რაც შეჩერებული ჰქონდა მინსკის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტმა გასცა განკარგულება ელექტრომომარაგების აღდგენის შესახებ, „რადგან მინსკმა შეასრულა თავისი საფინანსო ვალდებულებები“. ბელორუსიას ოთხშაბათს შეუწყდა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. პარასკევს მინსკმა გამოაცხადა, რომ დაფარა ბოლო ანგარიში 21 მლნ დოლარის ოდენობით. რუსეთზე მოდის ბელორუსიის ელექტრომომარაგების 10-მდე პროცენტი.
XS
SM
MD
LG